ბირთვული იარაღი
ბირთვული იარაღი -ფეთქებადი მოწყობილობა
რომელშიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს ბირთვული რეაქცია.ეს რეაქცია იყოფა ორ კლასად: 1ატომის ბირთვის დაყოფა:
ამ კლასში გამოიყენება მძიმე ელემენტის
ბირთვის გახლეჩის ეფექტი,რის შემდეგ წარმოიქმნება ორი შედარებით მსუბუქი ელემენტის
ბირთვი.მძიმე ელემენტებად როგორც წესი გამოიყენება ურანი და პლუტონიუმი.ბირვული რეაქციის
ეს კლასი ეყრდნობა ე.წ მასის დეფიციტის პრინციპს,რომელიც
ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიაში აღწერა.ასაფეთქებელი ნივთიერება ხასიათდება
ე.წ კრიტიკული მასით.ეს ნიშნავს
რომ ბირთვულ რეაქციაში მონაწილეობს ნივთიერების დისკრეტული მასები .მაგ.ურანის პირველი
კრიტიკული მასა არის 9კგ. თუ იქნება მცდელობა 10 კგ ურანის აფეთქების აქედან რეაქციაში
შევა მხოლოდ 9კგ , ხოლო 1 კგ ჰაერში გაიფანტება და ხელს შეუშლის რეაქციის სისწრაფეს
და ეფექტიანობას.შემდეგი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ რეაქციის დასაწყებად საჭიროა
დიდი საწყისი ენერგია.ამისთვის ურანის ბირთვს ათავსებენ ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერების
ზუსტად ცენტრში და აფეთქებენ.ამ დროს ურანი უნდა იყოს გამდიდრებული და ძალიან სუფთა,მინარევებისგან
სრულად გაწმენდილი.ურანის გამდიდრება არის ძალიან რთული ტექნოლოგიური საკითხი და ნიშნავს
ურანის მასიდან იზოტოპU235-S გამოყოფას.თვითონ რეაქცია მიმდინარეობს ჯაჭვური იგივე
ზვავის ეფექტის პრინციპით.ანუ ურანის ბირთვი დაშლისას გამოასხივებს ნეიტრონებს,რომლებიც
თავის მხრივ ეჯახებიან ურანის სხვა ბირთვებს და ხლეჩავენ მას.ისინი გამოასხივებენ ნეიტრონებს
და ა.შ . სწორი დაგეგმარების შემთხვევაში რეაქცია მიმდინარეობს დიდი,აფეთქების სიჩქარით.
ბირთვული იარაღის წარმოშობის ისტორია
ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა
დაიწყო მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში.ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო
გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში.ამ აღმოჩენებიდან
განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის
მიერ ნაჩვენები „მასის დეფიციტი’’,რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი.თუმცა
გარდა ამისა,იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც,მაგ.ერნესტ რეზერფორდის ატომის
მოდელი(1911) და სხვა.ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანუელი
ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს,ატომის ბირთვის გახლეჩა.სამართლიანობის
გულისთვის უნდა ითქვას,რომ ოტო ჰანთან ერთად
სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი.ლიზა იყო ებრაელი
და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს,მან თავისი კოლეგების,განსაკუთრებით
ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვედეთში.ბოლო
დაუდასტურებელი ინფორმაციით,ატომის ბირთვის გახლეჩვაში მისი დამსახურება უფრო მეტი
იყო ვიდრე ოტო ჰანის.ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები,ექსპერიმენტების მასალები.ატომური
იარაღის შექმნა რეალობად იქცა
ბირთვული იარაღის გამოყენების პრობლემები:
ბირთვული იარაღის
აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებია:
v დასხივება
v იონური გამოსხივება
v დამრტყმელი ტალღა
v რადიოაქტიური დაბინძურება
v ელექტრომაგნიტური იმპულსი
ბირთვული მუხტის მიხედვით ანასხვავებენ :თერმობირთვულ იარაღს და ნეიტრონულ იარაღს.ბირთვული იარღი დანიშნულების
მიხედვით იყოფა ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ
და სტრატეგიულ ჯგუფებად .ბირთვული იარაღი მისი შექმნიდან
დღემდე,ცივი ომის პერიოდში
და შემდეგაც წარმოადგენდა შანტაჟის და მისი აფეთქებით მუქარის ინსტრუმენტს,როგორც განვითარებული
ისე განვითარებადი სახელმწიფოების ლიდერების და პოლიტიკოსების ხელში. დღეს მსოფლოი უდიდესი საშიშროების წინაშე დგას რაც თავის
მხრივ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმის
და ამ მოძრაობის ბირთვული იარაღით აღჭურვის რეალურ საფრთხეს.
ატომური იარაღის ძირითადი კონსტრუქციები
მოქმედების პრინციპი
ბირთვულ
იარაღის მოქმედების პრინციპი ეფუძნება უმართავ ბირთვულ რეაქციას.იმისთვის რომ რეაქცია
შევიდეს ჯაჭვური რეაქციის ფაზაში,აუცილებელია შესაბამისი ,,საწვავი’’,ურანის იზოტოპის
სახით.ურანი ბუნებაში გვხვდება ორი სხვადასხვა იზოტოპის სახით-ურანი-235 და ურანი
238.მას შემდეგ რაც ურანი-235 შთანთქავს თავისუფალ ნეიტრონს-იგი იშლება და ერთი მიღებულის
მაგივრად,ასხივებს სამ ნეიტრონს,რომლებიც ეჯახებიან რა სხვა ურანი-235ბირთვებს-იწვევენ
მათ დაშლა-აფეთქებას.
